logo
ENG



იმნაძე მოქალაქეებს: ფარი ქუდი არ არის, სახეზე უნდა იყოს ჩამოფარებული, ნიღაბთან ერთად

06 აპრ 202013:30
3 წუთის საკითხავი
clock 765

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დამცავი ფარები ნიღაბთან ერთად გამოიყენონ.

როგორც მან აღნიშნა, ნიღბის გარეშე ფარის გამოყენება ეფექტური ვერ იქნება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალაინ სასიხარულოა. თუმცა ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები გამოიყენონ სწორად. ჯერ ერთი, მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა გამოვიყენოთ ნიღაბთან ერთად. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ის არ არის ქუდი, ამიტომ არ უნდა იყოს აწეული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


close დახურვა