logo
ENG



იმნაძე სასწრაფოს ექიმზე: ის მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა ინფიცირებული

06 აპრ 202012:59
3 წუთის საკითხავი
clock 223

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაინფიცირებული სასწრაფოს ექიმი ოჯახური კლასტერიდანაა. იმნაძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირების წამყვანი კლასტერები ოჯახურია.

„სასწრაფოს ექიმი არის საოჯახო კლასტერიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში წამყვანია, ეს არის საოჯახო კლასტერები. აქედან გამომდინარე, ეს შემთხვევაც ოჯახური კონტაქტია და არა პროფესიული საქმიანობის დროს დაინფიცირების შემთხვევა, ეს უნდა გაიმიჯნოს. ის მორიგეობის დროს, პრაქტიკულად, ვერ იქნებოდა ინფიცირებული, მაგრამ ყველა კონტაქტზე მთვალყურეობაა დამყარებული“, - განაცხადა იმნაძემ.


close დახურვა