logo

იმნაძე ხუნდაძის კანონზე: ხელისუფლებას უჩნდება ბევრი ბერკეტი, წინასაარჩევნოდ ადამიანის უფლებები შეზღუდოს

clock 23 მაი 202014:15

„კანონი არღვევს კონსტიტუციურ ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის“, - ასეთია არასამთავრობო სექტორის შეფასება, ცვლილებებზე, რომლებიც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შევიდა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს.

მესამე სექტორი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

„საიას“ სარჩელი უკვე მზად აქვს და მას საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს წარუდგენს. სარჩელი კონსტიტუციის ორ მუხლს შეეხება. საუბარია გადაადგილებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვაზე.

უკვე მიღებულ კანონთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების მხოლოდ საიას არ აქვს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ხელისუფლებას ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენების შანსს აძლევს. 

„რეალურად მთლიანად იცვლება კონსტიტუციური ბალანსი სახელმწიფო შტოებს შორის და აღმასრულებელ ხელისუფლებას უჩნდება ძალიან ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს უფლებები თუნდაც ვიწრო სუბიექტური ინტერესებით შეზღუდოს“, - განაცხადა EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა