logo

ინფექციონისტი: უნდა გავამარტივოთ პროცედურები, შემოვიდეს ბევრი ტესტი და გამოცდილმა ლაბორატორიებმა შიგნით დატესტონ

clock 30 მარ 202022:17

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ინფექციონისტმა ლალი ბუწაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებულ არსებულ სწრაფ ტესტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებობს სამი სახის ტესტი.

ბუწაშვილის თქმით, ყველაზე მაღალტექნოლოგიურ პი-სი-არის ტესტებსაც აქვს ხარვეზები.

„სამი ძირითადი ტესტი არსებობს. ერთი, რომელსაც პი-სი-არს ვეძახით, ეს არის მოლეკულულური ყველაზე მაღალტექნოლოგიური ტესტი. აღმოაჩინეს ვირუსს ცხვირ-ხახის ნაცხში და არა სისხლში. ეს ის ტესტია, რომელსაც დღეს ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოები აკეთებენ. თუმცა, აქვს ხარვეზები, მგრძნნობელობა არც ისეთი 100%-ია, თანაც ცხვირ-ხახაში შეიძლება ვირუსი გამქრალი იყოს. მეორე ტიპის ტესტია, ისევ ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის აღმომჩენია, მაგრამ სწრაფი ტესტია. პასუხი დაახლოებით 15-20 წუთშია. ესეც ვირუსს აღმოაჩნეს.

სწრაფ ტესტებს, ზოგადად, მაღალი მგრძნობელობა აქვს. პრობლემა ისაა, რომ ჭირს, რომელია კარგი. უნდა გავამარტივოთ პროცედურები, შემოვიდეს ბევრი ტესტი და გამოცდილმა ლაბორატორიებმა შიგნით დატესტონ. მესამე ტესტია ანტისხეულების ტესტები. ის თვითონ ვირუსს კი არა, იჭერს იმას, რასაც ორგანიზმი ვირუსის წინააღმდეგ გამოიმუშავებს. ანტისხეულებიც ორი ტიპისაა, ერთი, რომელიც მალე ჩნდება, მერე ესენი წავლენ და ჩნდება სხვა ანტისხეულები დიდხანს რჩება, მაგრამ ამ ვირუსისთვის რამდენია ეს დიდხანს არ ვიცით“, - განაცხადა ბუწაშვილმა

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა