logo
ENG



ინფექციონისტი კორონავირუსზე: რწმენითა და რეკომენდაციების შესრულებით გადავლახავთ ამ სიძნელეს

02 აპრ 202021:11
3 წუთის საკითხავი
clock 292

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა ხატია ხატიაშვილმა გადაცემაში „COVID 19“ განაცხადა, რომ რწმენის საკითხი ძალიან სენსიტიური თემაა.

ხატიაშვილის თქმით, რწმენითა და რეკომენდაციების შესრულებით კორონავირუსის საფრთხეს გადალახავს საქართველო.

„მეც რიგითი ადამიანი ვარ. ძალიან სენსიტიური თემაა, როდესაც ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი მორწმუნეა და ეკლესიას ძალიან დიდი მრევლი ჰყავს, ძალიან სენსიტიური თემაა მოსახლეობისთვის.

შესაბამისი პირები, პატრიარქიც და ა.შ. ჩემზე უფრო კომპეტენტური პირები იქნებიან. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს და რომ გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ძალიან ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ და ქართველმა ერმა მოაღწია დღევანდლამდე. იმ რეკომენდაციებითა და რწმენით, სახლში დარჩენით, მოვახერხებთ ამის გადალახვას და რამდენიმე თვეში ამას ამბად გავიხსენებთ“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გარეთ გასვლა. მიუხედავად ამისა, ეკლესია ღვთისმსახურებას არ წყვეტს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს მართმადიდებლური სამყარო.


close დახურვა