logo

ირაკლი ჩიქოვანი: სპეციალური გამშვები პუქტები თელავსა და ახალციხის მუნიციპალიტეტებთანაც განთავსდება

clock 31 მარ 202012:41

პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი - 144 ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება კარანტინის რეჟიმში არსებული შეზღუდვების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

ჩიქოვანის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმი მოეწყობა თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთანაც.

„გვაქვს 110 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21 პირი. როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე ამოქმედებულია, ფაქტობრივად, კარანტინის რეჟიმი და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინიგნი.

"ამავე დროს, საკორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში. დღეს კომენდანტის საათი შედის ძალაში და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალა და სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვას. ამოქმედდა ცხელი ხაზი 144 და გუშინვე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა. ამ ხაზის შესაძლებლობა გაიზრდება. ჩვენ თანამოქალაქეებს ამ ხაზის მეშვეობით ექნებათ შესაძლებლობა შეზღუდვებთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია. შეზღუდვის სიზუსტეზე გამოქვეყნებულია საქართველოს დადგენილება და ეს შესაძლებელია იხილოს ყველამ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მაცნეს ვებ-გვერდებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა