logo
ENG



კალაძე: როცა კახელს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდნენ, მივხვდით, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა

10 აგვ 202011:47
3 წუთის საკითხავი
clock 1421
კალაძე: როცა კახელს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდნენ, მივხვდით, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა

ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებთ, 2012 წელს, როცა წინა ხელისუფლება კახელებს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა, მაშინ ყველა მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

როგორც კალაძემ კახეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა, 2012 წელს ხალხის აბუჩად აგდებამ ყველა მწყობრიდან გამოიყვანა.

"2012 წელს უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ ყველა მწყობრიდან გამოიყვანა. როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა, მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა. ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან, სხვა რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა", - განაცხადა კალაძემ.


close დახურვა