logo
ENG



კალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს

23 მაი 202015:58
3 წუთის საკითხავი
clock 869
3ykiuclff2d69ud.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მისვე თქმით, ამ ცვლილებებს პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

თბილისის მერი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდა, არჩევნები უკვე არსებული მოდელით ჩატარდება.

„შეიძლება, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ მას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. თუ ეს ვერ მოხდება, მაშინ არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რა წესითაც ათეული წლებია ვატარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.


close დახურვა