logo

კალაძე ბათუმში ძალა ერთობაშიას აქციაზე: ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი

clock 14 clock 1243 clock 17 ოქტ 202011:15
კალაძე ბათუმში ძალა ერთობაშიას აქციაზე: ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი

თბილისის მერი კახა კალაძე 16 ოქტომბერს ბათუმში ძალა ერთობაშიას მიერ გამართულ აქციას Facebook-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი დაგეგმილია.

კალაძის თქმით, პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს.

"ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს "ფეხებზე ჰკიდიათ?" პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი… დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი", - განაცხადა კალაძემ.

ბათუმში ძალა ერთობაშიას ღონისძიება ჩატარდა. პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს

ღონისძიებას ასობით ადამიანი დაესწრო. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეების ნაწილს პირბადე არ უკეთია, რიგ შემთხვევებში დაცული არ არის სოციალური დისტანციაც. 

აქციას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მისი აზრითსახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ომბუდსმენის აზრით, უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება.

ამავდროულად, ომბუდსმენი აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორებმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დააყენეს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა