logo

კალაძე სოფო ხუნწარიაზე:გული მწყდება, ისევე როგორც ჩემს თანაგუნდელებს

clock 20 მაი 202011:18
2iundhjq4ecvi8i.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე სოფო ხუნწარიას თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იგი მადლობელია და წარმატებებს უსურვებს სოფო ხუნწარიას უკვე კერძო სექტორში. 

"მინდა მას გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მან მისივე ნებით დატოვა თანამდებობა. პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრი იყო და მისი ნებით ძალიან ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული. ნამდვილად მეამაყობოდა საახალწლო ღონისძიების, თბილისობის შემდეგ მიღებული კომპლიმენტები. პროექტი, რომელიც ერთად წამოვიწყეთ "თბილისის ცის ქვეშ" საკმაოდ წარმატებული იყო. ყველა ხლეოვნების წამრომადგენელს მიეცა საშუალება ჩართულოუო ამ პროექტში და ეს ყველაფერი სოფო ხუნწარიას დამსახურება. ნამდვილად გული მწყდება, ისევე როგორც ჩემს თანაგუნდელებს, რომ სოფო დღეს გვტოვებს. ის კერძო სექტორში გადადის და მინდა გულწრფელად ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ იქაც წარმატებული იქნება და ჩვენ მეგობრობას ვაგრძელებთ. სოფო ისევ ჩვენს გვერდით იქნება და ბევრ რამეში დაგვეხმარება. მინდა მთელი გუნდის სახელით წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო",-განაცხადა კახა კალაძემ. 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა