logo
ENG



კანდელაკის ინფორმაციით, wizz air-ი ქუთაისში არსებულ ბაზას აუქმებს

01 ივლ 202009:08
3 წუთის საკითხავი
clock 533

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, კომპანია wizz air-ი ქუთაისში არსებულ ბაზას აუქმებს.

როგორც მან აღნიშნა, მიზეზი საზღვრის გახსნასა და რეგულარული ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით, მთავრობის მეირ მიღებული მცდარი გადაწყვეტილებებია.  

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, wizz air-მა გადაწყვიტა ქუთაისში არსებული ბაზის გაუქმება, იქ თვითმფრინავები აღარ იქნება ბაზირებული. ფრენები ალბათ მაინც იქნება ოდესმე, როცა გაიხსნება საჰაერო სივრცე, მაგრამ ბაზის გაუქმება არის ძალიან ცუდი სიგნალი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო მთავრობის მცდარმა გადაწყვეტილებამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი გვიხსნის საკუთარ საზღვარს, ჩვენ ასე ჩავიკეტოთ და არ განვაახლოთ რეგულაურული ფრენები იმ ქვეყნებთანაც კი ევროკავშირისა, სადაც კარგი სიტუაციაა“, - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვისაც, პანდემიის მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც.

საკითხთან დაკავშირებით გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ამ დრომდე საქართველოს ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ  შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღადგინოს.


close დახურვა