logo

კანდელაკი: ხობის მერიის პასუხით, ქუჩების მორეცხვაში ₾4000-მდე დახარჯეს, ველი სხვა ქალაქებს

30 ნოე 202012:12
3 წუთის საკითხავი
clock 414
კანდელაკი: ხობის მერიის პასუხით, ქუჩების მორეცხვაში ₾4000-მდე დახარჯეს, ველი სხვა ქალაქებს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის ცნობით, ხობის მერიისგან მიღებული ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის წინააღმდეგ ქუჩების მორეცხვის კამპანიაში იქ 4000 ლარამდე დაიხარჯა. Facebook-ის გვერდზე იგი შესაბამის დოკუმენტებს ავრცელებს და წერს, რომ ასევე, ელოდება მონაცემებს სხვა ქალაქების თვითმმართველობიდანაც. 

"12 ქალაქის თვითმმართველობას მივწერე წერილი ქუჩების მორეცხვის კამპანიის ხარჯების შესახებ. ხობის მერმა მალე მიპასუხა (მადლობა). მხოლოდ ამ ღარიბ ქალაქში 4,000 ლარამდე დახარჯულა ამ სისულელეში. მოუთმენლად ველი პასუხებს სხვა ქალაქებიდან, განსაკუთრებით, თბილისიდან", - წერს კანდელაკი. 

გაზაფხულზე, კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, თბილისში, თბილსერვის ჯგუფმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქების თვითმმართველობებმა ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მორეცხეს. ამ გზით კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სურდათ.

close დახურვა