logo
ENG



კანდელაკი ფრენებზე: ამ მავნებლობის მიზეზი არჩევნებისთვის ემიგრანტების არჩამოშვებაა

31 აგვ 202017:53
3 წუთის საკითხავი
clock 473

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ფრენების არაღდგენა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კანდელაკი ამბობს, რომ მმართველ პარტიას არ აწყობს არჩევნებისთვის ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნება, ვინაიდან ისინი ხმას ქართული ოცნების წინაღმდეგ მისცემენ.

"ამ მავნებლობის ერთერთი მიზეზი არის ჩვენი ემიგრანტების, გარკვეული ნაწილის, ვისაც უნდა ან უწევს სამშობლოში ჩამოსვლა, მათი არჩევნებისთვის საკუთარ სამშობლოში არ ჩამოშვება. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მავნებლური მოტივი, რის გამოც ქართულ ოცნებას ძალაში აქვს იმგვარი შეზღუდვები, რომელიც არ აქვს არცერთ ქვეყანას მსოფლიოში", - აცხადებს კანდელაკი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენები მარტის ბოლოდან შეწყდა. ამ დროისათვის საქართველოდან ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.


close დახურვა