logo
ENG



კახა კალაძე: მეც მყავს ჯიპი და არ ვებრძვით კერძო ავტომობილებს

05 აგვ 202011:32
3 წუთის საკითხავი
clock 1639
yneprcd800cyfaj.jpg

თბილისის მერმა კახა კალაძემ 5 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მასაც ჰყავს ჯიპი და არ ეწინააღმდეგება კერძო მანქანებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ქალაქში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის გამო სატრანსპორტო რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"თბილისში ყოველწლიურად იზრდება ავტომობილების რაოდენობა: 2012 წელს 180 ათასამდე გადაადგილდებოდა, 2020 წელს ქალაქში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.

ქალაქს ვერ გავბერავთ, დამატებით ვერაფერს ვერ გავაჩენთ, გზების გაფართოება არ არის გამოსავალი, ეს კიდევ წახალისებაა ავტომობილების რაოდენობის. შესაბამისად, რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ უალტერნატივოა და ერთადერთი გზა იმისა, რომ ეს არსებული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს.

ამის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ დავინახავთ. მე შეიძლება, გავილანძღო, ჩემი თანაგუნდელები შეიძლება, გაილანძღონ, მაგრამ ამ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრივილეგიებზე, ეს ამ რეფორმის ნაწილია. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი, მე თავად გადავაადგილდები, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით კერძო ავტომობილებს. ამ რეფორმით ყველას გადაუნაწილდება მიმართულებები. მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და ყველგან იქნება ეს პროექტები", — თქვა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

1-ლი აგვისტოდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებმა და სამარშუტო  ტაქსებმა სპეციალურ ზოლში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. ახალი სქემის ამოქმედებამ საცობები გამოიწვია.


close დახურვა