logo
ENG



კახა ოქრიაშვილი: მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში

21 ოქტ 202001:09
3 წუთის საკითხავი
clock 972
khnpc48rz40a8l5.png

ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში "ყველაზე მაგარი" მაჟორიტარია. გადაცემა რეზიუმეში ოქრიაშვილმა თქვა, რომ მისი მოტივაციაა, იყოს "ძალიან კარგი პარლამენტარი". 

"მივიჩნევ, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა, რეკორდული მაჩვენებლით. ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილს ვიკავებ პროცენტული მაჩვენებლით და ახლაც ასე იქნება", - ამბობს ოქრიაშვილი.

კახა ოქრიაშვილი 2016 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კი მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მაჟორიტარად, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. ქართული ოცნების უმრავლესობა მან უთანხმოების შემდეგ დატოვა და ისევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალა ერთობაშიას ბლოკს შეუერთდა. 


close დახურვა