logo
ENG



კახიძე სააკაშვილზე: ეს საგა დაუსრულებელია და მისი ჩამოსვლის გეგმები არასდროს მართლდება

08 სექ 202000:08
3 წუთის საკითხავი
clock 969
njd7hyz29vovvj7.png

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს საგა დაუსრულებელია". 

როგორც კახიძემ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა აღნიშნა, სააკაშვილის გეგმები ჩამოსვლასთან დაკავშირებით არასდროს მართლდება. 

"სათვალავი არეული მაქვს, რამდენჯერ აქვს უკვე ნათქვამი, რომ საქართველოში ჩამოდის და ჩამოდის ხან მაშინ, როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ჩამოდის მანამდე, სანამ არჩევნები ჩატარდება, ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საპარლამენტოს წინ და ა.შ. ეს საგა არის დაუსრულებელი და მისი ეს გეგმები ჩამოსვლასთან დაკავშირებით არასდროს მართლდება. 

ცოტა ხნის წინ, ჩვენ, მთელმა საქართველომ, ვინც პოლიტიკას თვალს ვადევნებთ ვნახეთ, რომ მიხელ სააკაშვილი არ აპირებდა არცერთ თანამდებობაზე ყოფნას, ეს მან პირდაპირ თქვა, რომ ლაზიკის მერობა იყო მისი პოლიტიკური გეგმები. ამით იმის თქმა მინდა, რომ წინააღმდეგობრივი განცხადებები კეთდება მისი მხრიდან და ამიტომ, არ მაქვს მისი სიტყვების ნდობა", - ამბობს პოლიტიკოსი. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს გააკეთა. 

დღესვე სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში იმ პირობებში დაბრუნდება, როდესაც მისი ჩამოსვლა არეულობას არ გამოიწვევს


close დახურვა