logo

კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონდებლო რეგულაციების განახლება ბევრ კითხვას აჩენს - NGO-ები

clock 0 clock 301 clock 13 თებ 202010:26

რა საფრთხეს შეიცავს ინფორმაციის უსაფრთხოების კანონპროექტი - სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონდებლო რეგულაციების განახლება ბევრ კითხვას აჩენს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სუს-ის წვდომა ექნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებულ სხვადასხვა ინფორმაციასთან.

საჭიროების შემთხვევაში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციას სათავისოდ გამოიყენებს. NGO-ები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, გამართოს საჯარო შეხვედრა, რომელზეც კანონპროექტთან დაკავშირებულ პრობლემებს დეტალურად განიხილავენ. 

"ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ სუს-ის ეძლევა შესაძლებლობა, რომ გააკონტროლოს სახელმწიფო ორგანიზაციებში ინფორმაციული სისტემები. ეს აჩენს რისკს ტოტალური კონტროლის. მეორე საკითხი არის ის რომ ორგანიზაციული სტრუქტურის დაგეგმილი კონფიგურაციით, სადაც მმართველობის ყველა ფუნქცია სუს-ის ქვეშ ექცევა“, - განაცხადა "კიბერჰაუსის" თანადამფუძნებელმა დავით აღნიაშვილმა

მის აზრს იაზრებს საია-ს პროექტის მენეჯერი მარიამ გოგოსაშვილი. გოგოსაშვილის თქმით, არსებობს რისკი, რომ სუს-მა მოქალაქეების ინფორმაცია დაამუშავოს

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის შესაბამისად სუს-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო იქნება უფლებამოსილი ჰქონდეს წვდომა ინფორმაციულ აქტივებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ექნება წვდომა იმ პერსონალურ მონაცემებზე რომელიც სატელეფონო სისტემებში მოიპოვება. ეს შეიცავს პერსონალური მონაცამების დამუშავების რისკებს“, - აღნიშნა გოგოსაშვილმა

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა