logo
ENG



კობაიძე: ცდილობენ შაქარაშვილის საქმეზე პრობლემები შეიქმნას და ჯოხი დაცვის მხარეს გადაატეხონ

09 ივლ 202021:51
3 წუთის საკითხავი
clock 335

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ პროკურატურა ცდილობს შაქარაშვილის საქმეზე ჯოხი დაცვის მხარეს გადაატეხოს

როგორც კობაიძემ გადაცემაში "ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განმარტა, გამოკითხვაზე დაიბარეს მხოლოდ ის გამომძიებლები, რომლებმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოიპოვეს, თუმცა რაც შეეხება პროკურორების, ადვოკატი ამბობს, რომ მათი გამოკითხვაზე დაბარება ჯერ არ მომხდარა. 

კობაიძე გამოძიებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება მოწოდების სიმაღლეზე არ არის. 

"დაცვის მხარე ცდილობენ, რომ ჯოხი გადატეხონ. მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. მასალა მოგვაწოდეს და გვეუბნებიან, რომ ეს მასალა არის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები. ჩვენ არაფერს გვედავებიან. წარმოუდგენელია რამე მოგვედაონ. ჩვენ კი არ უნდა დავდიოდეთ საგამოძიებო ორგანოში. ვინც ეს გაავრცელა და გადმოგვცა სამსახურეობრივადაც, იქ უნდა დამთავრებულიყო ამაზე მსჯელობა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროკურორები არ არიან დაბარებულები. მარტო გამომძიებლები არიან დაბარებულები, ვინც ეს მასალა მოიპოვეს და შემდეგ დაცვის მხარეს გადასცა. თუმცა ფაქტიო ერთია - მცდელობა არის, რომ აღნიშნულ საქმეზე პრობლემები იყოს. საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე არ არის. ისინი დამპირდნენ, რომ ჩემი სამსახურეობრივი კომპიუტერიდან ამ მასალის განადგურება ძალიან მალე მოხდება. ადვოკატები გამოვყავართ ისე თითქოს რაიმე დანაშაულში მივიღეთ მონაწილეობა",- განაცხადა კობაიძემ

ცნობისთვის, კობაიძე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ადვოკატთან ვასილ მამულაშვილთან ერთად პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

close დახურვა