logo
ENG



კობახიძე: პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას გამოვრიცხავთ

01 სექ 202011:23
3 წუთის საკითხავი
clock 1064
კობახიძე: პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას გამოვრიცხავთ

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტია პატრიოტთა ალიანსთან კოალიციის შექმნას გამორიცხავს. მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

"თუ ვსაუბრობთ თეორიულ ვარიანტებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ კოალიციას, როგორც ნაცმოძრაობასთან და მის სატელიტებთან, როგორიც არის ევროპული საქართველო, ლეიბორისტები, გირჩი და ა.შ. ასევე ბუნებრივია პატრიოტთა ალიანსთან, ბურჯანაძესთან, პრორუსულ პარტიებთან, რომლებიც სხვათაშორის დღეს არიან ამ ე.წ. პროდასავლური პარტიების ძალიან მყარი პარტნიორები",- თქვა მან.

ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 50%-ზე მეტს აიღებს და მას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.

"კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. ასეთია დღევანდელი სურათი და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენ ავიღებთ ბევრად მეტს ვიდრე 50%-ია და შესაბამისად ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას",-აცხადებს ირაკლი კობახიძე.


close დახურვა