logo
ENG



კობახიძე: ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ინფიცირებულებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ

20 ოქტ 202012:39
3 წუთის საკითხავი
clock 360

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღეს ყველა ზომა იქნება მიღებული, იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პირები, ისე საკარანტინე სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტები.

"ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ, როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებულები.

ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა",-თქვა კობახიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა