logo
ENG



კობერიძე: ლელოს გამოჩენით ორპოლუსიანობა გაირღვა, ჩვენი რეიტინგი 10%-ს ასცდა

23 ოქტ 202023:35
3 წუთის საკითხავი
clock 1611
vepaeacquxbn158.jpg

ლელოს წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში "საქართველო ირჩევს 2020" განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ლელოს გამოჩენით ორპოლუსიანობა გაირღვა.

კობერიძის თქმით, ლელოს ამოცანაა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტია ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა გახდეს.

"უნდა დავინახოთ რეალობა, რომ ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკაში ლელოს გამოჩენით გარღვეულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მყარად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიების სამეულში. ჩვენი რეიტინგი 10%-ს აცდა. ეს არის ჩვენი კვალიფიციური კვლევები, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი", - განაცხადა კობერიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

 


close დახურვა