logo
ENG



კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, ივანიშვილის ქონების ღირებულება შემცირდა - Bloomberg

04 აპრ 202017:51
3 წუთის საკითხავი
clock 26180

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უმდიდრესი ადამიანების ქონება მცირდება.

მათ შორის, ბოლო მონაცემებით, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება შეადგენდა 3.1 მილიარდ დოლარს, ახლა კი მხოლოდ 2.1 მილიარდს.

მცირდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებაც. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთია, ვინც საქართველოდან „ბლუმბერგის" მილიარდერთა რეიტინგში ხვდება. ინდექსის მიხედვით, ივანიშვილი ქონება ბოლო 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მილიარდი დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობდა. ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

3 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.05 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის რეიტინგში 321-ე პოზიციაზეა.

5.05 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.13 მილიონი უნცია ოქრო და 148 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0246%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ" 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 80%-ს, შეერთებული შტატების 100 წამყვანი კოლეჯის შემოწირულების 1.28%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, რომელშიც ივანიშვილის ბიზნეს-საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა", - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის სიაში სულ 500 მილიარდერია.


close დახურვა