logo
ENG



კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 636 თბილისში გამოვლინდა, 333 - აჭარაში

28 ოქტ 202011:19
3 წუთის საკითხავი
clock 854
ifc4bmlahypg0f8.jpg

28 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისში გამოვლინდა, 333 შემთხვევა აჭარაში, 320 კი - იმერეთში.

დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია: 

  • ქვემო ქართლში - 121; 
  • შიდა ქართლში - 76;
  • გურიაში - 18 ;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119;
  • კახეთში - 45;
  • მცხეთა-მთიანეთში - 9;
  • სამცხე-ჯავახეთში - 39;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილების ჯამური რაოდენობა 253-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა