logo
ENG



კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 712 თბილისში გამოვლინდა, 545 - აჭარაში

27 ოქტ 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 1053

27 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში გამოვლინდა, 545 შემთხვევა აჭარაში, 305 კი - იმერეთში.

დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია: 

  • ქვემო ქართლში - 48; 
  • შიდა ქართლში -  56;
  • გურიაში - 24;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 63;
  • კახეთში - 23;
  •  მცხეთა-მთიანეთში - 22;
  • სამცხე-ჯავახეთში - 22;
  • რაჭა-ლეჩხუმი- 4. 

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან 23 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 1 262.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 589 PCR ტესტი ჩატარდა.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 32 127 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 12 632, გარდაიცვალა - 238. 

 


close დახურვა