logo
ENG



კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

24 სექ 202023:24
3 წუთის საკითხავი
clock 570
oadwh552kag8yyw.jpg

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, სოფელში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ და მათ თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი: 595366476

შეგახსენებთ, საქართველოში​ დღეს, 24 სექტემბერს, კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.

აღნიშნულის გამო, 25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარის რეგიონში რესტორნები დაიხურება. ამასთან, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 26 სექტემბრიდან აჭარის რეგიონში შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც ამოქმედდება.


close დახურვა