logo

კორონავირუსი - ოცნების რეაბილიტაციის მცდელობა და ოპოზიციისთვის წართმეული დრო წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად 

clock 0 clock 1231 clock 13 აპრ 202019:27
stgzllprd8uxs9z.jpg

პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება ოქტომბრის ბოლო შაბათს - საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამ ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ არჩევნებზე გადაწყდება, დაუშვებს თუ არა ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას და აირჩევს თუ არა მესამე ვადით ხელისუფლებას. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე თვიანი პროცესის შემდეგ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შედეგად, პარლამენტი განსხვავებული წესით დაკომპლექტდება: საკანონმდებლო ორგანოს 120 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, 30- კი მაჟორიტარული ოლქები დააკომპლექტებს. შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ფორმალური მხარე ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის პანდემიის პირობებში პარლამენტი ამ დრომდე ვერ შეიკრიბა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს პროცესი მაის-ივნისში წარიმართება, საუბარი იყო დისტანციურ სხდომებზეც, თუმცა ტექნიკურად როგორ გაიმართება ეს ჯერ უცნობია.

არჩევნების ჩატარებამდე 6-თვეა დარჩენილი. ჩვეულებრივ პირობებში, ამ დროს პარტიები აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. განსაზღვრულია პოლიტიკური კოალიციები, პოლიტიკური სუბიექტები, გამოკვეთილია პარტიული ლიდერები. პარტიები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ ფინანსური და ადამიანური რესურსის მოძიებაზე და ემზადებიან გადამწყვეტი დარტყმისთვის: იწყებენ კარდაკარ სიარულს, გასცემენ დაპირებებს, წარადგენენ საარჩევნო პროგრამას და ემზადებიან პარტიული სიის დასასახელებლად.

ამ დროს კი ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა შექმნილი (ჩვენ არ ვსაუბრობ მის საჭიროებებზე), დაწესებულია კომენდატის საათი, შეზღუდულია თავისუფალი შეკრების უფლება, შესაბამისად აკრძალულია ყველა ის ღონისძიება, რომელიც საარჩევნო კამპანიას შესაძლოა უკავშირდებოდეს, თუ არ ჩათვლი ონლაინ სივრცეს. საეთერო დრო ძირითადად ეთმობა ხელისუფლებას და მედიკოსებს. მთავრობა პარტიულ ლიდერებთან ერთად პროაქტიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს, ბრიფინგებს... ანუ ახერხებს იმას, რომ ძირითადი სასაუბრო თემა იყოს ან მთავრობა, ან კოვიდ 19 - დანარჩენ პრობლემებზე საუბარი კი, რაც ოპოზიციური პარტიებისთვის საარჩევნო წელს შესაძლოა იყოს პოლიტიკურად სასარგებლო, მეორე და მესამე პლანზეა გადასული.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის დასაგეგმად ოპოზიციას უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ერთია დაგეგმო ღონისძიებები, გამოყო ფინანსები, მეორე კი შესაძლოა იყოს საგანგებო რეჟიმის გაგრძელება და ყველა გეგმის ერთგვარად წყალში ჩაყრა. აქედან გამომდინარე, ჩნდება 2 კითხვა: 1. უნდა თქვას თუ არა ხელისუფლებამ კონკრეტული პასუხი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით?; 2. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, უღირს თუ არა ოპოზიციას არჩევნების ოქტომბერში ჩატარება?

რა გზები არსებობს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ამ პერიოდში და რა საჭიროა დროში გაწელილი პერიოდი ამომრჩევლის მოსაზიდად? კითხვის პირველი ნაწილი ზემოთაც ვახსენე - ფაქტობრივად ონლაინ და ტელე სივრცე. ტელე სივრცეს პარტიები ასე თუ ისე ითვისებენ, ხელისუფლების მსგავსად მართავენ ბრიფინგებს, აკეთებენ კომენტარებს, რომელიც ოპოზიციურ არხებზე ხშირად ისმის, მაგრამ რთულია ონლაინ სივრცეში კამპანია დაგეგმო და მოსახლეობა საქართველოს ყველა კუთხეში აითვისო. ქართველი ამომრჩეველი არც თუ ისე განვითარებულია ინტერნეტტექნოლოგიების დონეზე, ასეც რომ არ იყოს სათქმელის პირადად მიტანა გაცილებით მარტივია, ვიდრე ტელე თუ ინტერნეტ სერვისებით. რაც შეეხება დროს, დროის მნიშვნელობას თუნდაც 2012 წლის არჩევნები ადასტურებს. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითქართულმა ოცნებამსაარჩევნო კამპანია 1 წლის განმავლობაში აწარმოა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა ყველა დიდ ქალაქში გამართა.

ამ დროს კი რას აკეთებს "ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ამას ადასტურებსქართული ოცნებისკარის მომღერლების საარჩევნო კლიპი, რომელშიც გაუგებარი მელოდიით და შინაარსით ვირუსზე მღერიან. ამ საარჩევნო კლიპში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია: ბედიები, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე, აჩი ფურცელაძე, სოფო ხალვაში მმართველი პარტიის ფაქტობრივად ყველა წინასაარჩევნო ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ქართველი მუსიკალური ამომრჩევლისთვის დღის სინათლეზე სწორედ მაშინ გამოდიან, როდესაცოცნებასგაჩაღებული აქვს საარჩევნო კამპანია. ასე იყო სპორტის სასახლეშიც, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად რომ შეიკრიბნენ და სიმღერითა და ტაშით მოგვიწოდეს პრეზიდენტად არჩევა. საბოლოოდ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელსაც არავინ უსმენს, ვერავინ ხედავს, არაადეკვატურია გადაწყვეტილებებში, პანდემიის დროს კი ხალხს სულხან-საბას ისეთი ენით ესაუბრება, მეორე დღეს თვითონვე რომ იხდის ბოდიშს.

ისიც არაა შემთხვევითი, რომ კარის „მუსიკოსების“ (ბრჭყალში, რადგან არც ერთ მათგანს სხვა შემთხვევაში მუსიკასთან შეხება არ აქვს) ვიდეოკლიპი პატრიარქით იწყება. „ვიდეოშედევრში“ ასევე ნაჩვენებია, როგორ აპკურებენ ჯიპზე ამხედრებული სასულიერო პირები ნაკურთ წყალს თბილისის ქუჩებს. ხელისუფლება ერიდება ეკლესიის განაწყენებას და მხარდაჭერის დაკარგვას იმ დროს როდესაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. ჩაიკეტა ლენტეხი, მარნეული, ბოლნისი, თუმცა კვლავ ბოლომდე ღიაა ეკლესიის კარი. „ქართული ოცნება“ დივიდენდებს ელოდება - „ეკლესიას არ დავუკეტავ კარს, მრევლი კი საარჩევნო ბიულეტენს ჩემს სასარგებლოდ დახურავს“.

კორონავირუსს მეორე სახელწოდებაც შეიძლება დავარქვათ - გახარიას რეაბილიტაცია. "ოცნება" ცდილობს გააქარწყლოს მწვავე პროტესტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ  ივნისის მოვლენების შემდეგ იყო. მმართველი პარტია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ იგი არის ქარიზმატული ლიდერი დაღლილი სახით, გამჭრიახი, ძლიერი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ კი არ მიუყვება, არამედ წინ უსწრებს ვირუსს. „ოცნების“ საარჩევნო კამპანიას „იმედის“ ღამის ეთერებიც ადასტურებს, სადაც ხელისუფლება ყველაფერზე საუბრობს, გარდა კორონავირუსისა.

და ბოლოს: ხელისუფლება საარჩევნო კამპანიაში გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძის ჩართვასაც ცდილობს. მათი სახეები ნაჩვენებია კლიპშიც. 

 

 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა