logo
ENG



კორძაია გაზპრომზე:ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის

26 მაი 202014:12
3 წუთის საკითხავი
clock 508

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ „გაზპრომთან" ხელშეკრულება განაახლა. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება აპრილში მოხდა და ძალაში წლის ბოლომდე იქნება. თუ რა ტარიფით განახლდა ხელშეკრულება ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ოპოზიცია ხელისუფლებას ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს. 

„რესპუბლიკური“ პარტიის აღმასრულებელი მდივნის თამარ კორძაიას განცხადებით, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მოახდინოს ქვეყნის მეტად ენერგოდამოუკიდებულება. 

„გაზპრომთან" დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედება ადასტურებს იმას, რომ საერთოდ ვერ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და საერთოდ არ გრძნობს ვალდებულებას, რომ რამე უნდა ახსნას იმიტომ, რომ ხელშეკრულებას მუდმივად ასაიდუმლოებს, ეს ჩვეულებრივი გაგრძელება იქნება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ნამდვილად არ აკეთებს არაფერს იმისათვის, რომ მოახდინოს ქვეყნის მეტად ენერგოდამოუკიდებულება“, - განაცხადა კორძაიამ.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების დეტალები ხალხისთვის ცნობილი უნდა იყოს.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს საქმეები, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს, სინამდვილეში ეს არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე დამალულ ინფორმაციას, ეს შეეხება "გაზპრომთან" გაფორმებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას თუ სხვას, უნდა იყოს ხალხისთვის ცნობილი. საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტებით წარმოდგენილი, რაც "ოცნების" მთავრობამ მთლიანად მოკლა. "ოცნების" მთავრობამ ბოლო 8 წელში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერაფერი შესძინა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით „ფორმულასთან" განმარტებას არ აკეთებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. 


close დახურვა