logo
ENG



კრიტერიუმი, რომ საზღვარს ვუხსნი იმას, ვინც მე მიხსნის, უაზროა - გოცირიძე

08 ივლ 202015:58
3 წუთის საკითხავი
clock 428

„კრიტერიუმი, რომ ვუხსნი იმას, ვინც მე მიხსნის, არის უაზრო. უნდა გაუხსნა იმ ქვეყანას, საიდანაც არ არის საფრთხე“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 5 ქვეყანასთან საზღვარი უპირობოდ იხსნება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საზღვრების გახსნის დროს უსაფრთხოების ზომების უმკაცრესად დაცვა იყო აუცილებელი, თუმცა ეს ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის.

„ახლა გამოდის, რომ ამ 5 ქვეყნიდან უპირობოდ უშვებენ ადამიანებს და არ არის მოთხოვნა იგივე ტესტირების შედეგებისა. ეს წარმოუდგენელი რამ არის. საფრანგეთიდან, სადაც ბობოქრობდა პანდემია უპირობოდ შემოდის ტურისტი, ხოლო მონტენეგროდან, სადაც არ იყო გავრცელებული ეს ვირუსი - არა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. მათ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი საჰაერო გზით შეეძლებათ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.

გარდა ამისა, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ, ან კონკრეტული პირობებით უხსნიან.


close დახურვა