logo

კუბილიუსი შეწყალებაზე: ამ ნაბიჯმა დაგვანახა, რომ არსებობს 8 მარტის შეთანხმების შესრულების პერსპექტივა

clock 19 მაი 202016:58
hrmy7rwcgavom5p.jpg

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა გამოაჩინა, რომ არსებობს 8 მარტის შეთანხმების შესრულების პერსპექტივა.

ასევე კუბილიუსის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოვლენები პოზიტიურად განვითარდება  საქართველო  შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის კარგი მაგალითი გახდეს.

„მინდა პოზიტიურად შევაფასო საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რამაც საშუალება მოგვცა დაგვენახა , რომ არსებობს 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულების პერსპექტივა. ასევე მსურს ხაზი გავუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების , მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩის - კარლ ჰარცელის როლს . ვფიქრობ ეს აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი, ამ პრობლემების გადაჭრაში. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუკი მოვლენები პოზიტიურად განვითარდა , შესაძლოა იყოს კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“,-განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა