logo
ENG



ლევან კობერიძე, შესაძლოა, ლელოს წევრი გახდეს

04 ივნ 202007:57
3 წუთის საკითხავი
clock 4912

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ლევან კობერიძეს „ლელოსთან" კონსულტაციები ჰქონდა.

„ლელო საქართველოსთვის" ლიდერი დამოუკიდებელი დეპუტატის პარტიაში გაწევრიანებას მიესალმება. ინფორმაციას ადასტურებს თავად კობერიძეც.

ამასთან, ხაზარაძე აღნიშნავს, რომ 30-ივე ოლქში "ლელოს" საკუთარი კანდიდატები ეყოლება, თუმცა კონსულტაციებს ოპოზიციის სხვა ძალებთან გააგრძელებენ. 

"ჩვენ საბოლოო შეთანხმება არ გვქონია, თუმცა რამდენიმე კონსულტაცია გვქონდა. ჩვენ მივესალმებით ყველა პატიოსან ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებები უნდა. ეს ლევანი იქნება თუ სხვა ამას დრო გვაჩვენებს", - განაცხადა ხაზარძემ. 


close დახურვა