logo
ENG



ლევან რატიანი: კლინიკაში მყოფი ორსული ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

07 აპრ 202017:38
3 წუთის საკითხავი
clock 307

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მის კლინიკაში მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 6 პაციენტი იმყოფება. მისივე განცხადებით, სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობაც, რომლის მკურნალობის დროსაც არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ხორციელდება.

ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ორსული ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 64 პაციენტია. აქედან 52 არის კორონავირუსით ინფიცირებული. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 6 პაციენტი იმყოფება, მათი მდგომარეობს დინამიკაში უცვლელია. 

დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში. 27 მათგანთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონია და უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. 13 წლის ბავშვი, რომელიც მკურნალობას ჩვენ კლინიკაში განაგრძობს, ამ ეტაპამდე ბავშვთან არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ხორციელდება რაც ძალიან გვახარებს. ორსული ქალბატონები, რომლებიც არინ ჩვენ კლინიკაში მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, როგორც ნაყოფის ასევე ქალბატონების. დღეს ახალი პასუხი არ მიგვიღია ველოდებით ლუგარიდან რამოდენიმე პასუხს“, - განაცხდა ლევან რატიანმა.

 


close დახურვა