logo

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ, გატაცებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

clock 21 თებერვალი 2020 11:19

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 01:10 საათზე შეიარაღებული პირები, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ. თავდასხმის დროს გაიტაეს 10 მეზღვაური, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

სააგენტო მიერ გავცელებული ინფორმაციით, ისინი აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებებნ გემთფლობელ კომპანიასთან.

"აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ გემთფლობელ კომპანიასთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს. ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან, ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. ოჯახები ინფორმირებულნი არიან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უშუალოდ შეხვდება თითოეულ ოჯახს." – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღიშნულ ფაქტს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმურა. მინისტრის თქმით, ქართული მხარე აქტიურადაა ჩართული პროცესებში, რათა პრობლემა დროულად მოგვარდეს. 

"გვაქვს ინფორმაცია, ყველა ჩვენი პარტნიორი ჩართულია, მათ შორის საბერძნეთში ჩვენი საკუნსულოც მუშაობს ამ თემაზე; კავშირზე ვართ გემთმშენებლებთანაც და ყველა ზომას მივმართავთ, რათა მოხდეს მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლება",-აღნიშნა ზალკალიანმა. 

ფოტო: www.fleetmon.com

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა