logo
ENG



მაგისტრალი, რომელზე ასობით მილიონი დაიხარჯა და ჯერ კიდევ დაუსრულებელია

23 მაი 202020:03
3 წუთის საკითხავი
clock 901

საერთაშორისო მნიშვნელობის  დაუსრულებელი მაგისტრალი - 5 წელზე მეტია, თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, ამასობაში ქვეყანაში  ინფრასტრუქტურის 5 მინისტრი გამოიცვალა, დაიხარჯა რამდენიმე  ასეული მილიონი ლარი - მაგრამ გზა დანიშნულების ადგილამდე მაინც ვერ მიგიყვანს.  

როდესაც ჩქაროსნული მაგისტრალის  პროექტი შეადგინეს და დაიწყეს მშენებლობა, მიადგნენ მჭიდროდ დასახლებულ ფონიჭალას, სადაც გზის გაყვანა მოსახლეობის პროტესტის გამო  შეუძლებელი აღმოჩნდა.

გზის უფუნქციო  ნაწილი  უნდა დასრულდეს, მაგრამ როდის და როგორ - ამას ოფიციალური პირები არ  გვეუბნებიან.  „ფორმულამ“ აღმოაჩინა, რომ ფონიჭალის მონაკვეთში გვირაბის გაყვანა იგეგმება და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მოსახლეობამ არც ის იცოდა, რომ  მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ  შესაძლოა გათხარონ ისეთი გვირაბი, რომელიც მაგისტრალებს ერთმანეთთან დააკავშირებს, თუმცა  არავის შეუსწავლია კორპუსების მდგრადობა. ფაქტია ისიც, რომ შენობების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და შესაძლოა ამ მასშტაბის მიწისქვეშა სამუშაოებს ვერ გაუძლოს.

რამდენიმე ასეულმილიონიანი პროექტის მიხედვით, მაგისტრალი  წითელ ხიდამდე უნდა მივიდეს. ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს, მაგრამ  საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჯერ პროექტზე მუშაობა არ დაუსრულებია. 


close დახურვა