logo
ENG



მაკა სოლოღაშვილი: ყოველთვის გვაქვს იმის მხარდაჭერა, რომ ეკიპირების გარეშე არ ვიყოთ

04 აპრ 202012:33
3 წუთის საკითხავი
clock 352
dofu71uke9jhw2a.png

ინფექციურ საავადმყოფოში ექიმებს სპეციალური ეკიპირების მხოლოდ 2 კვირის მარაგი აქვთ. ამის შესახებ განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

დღეს კი საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო 2 კვირის განმვალობაში მარაგების შევსება მოხერხდება. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა არ შეიქმნას გარკვეული პრობლემები. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს როგორც კლინიკების, ისე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის სპეციალური ეკიპირების მიწოდება. 

ინფორმაცია დღეს აგრეთვე დაადასტურა ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმაც. რაც შეეხება სხვა კლინიკურ დაწესებულებებს, რომლებიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, მათი ნაწილი არ საუბრობს, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის მარაგი აქვთ ამ დროისათვის, თუმცა აღნიშნავენ, რომ მარაგის კუთხით პრობლემები ჯერ არ შექმნიათ.

„ამ ეტაპზე კლინიკას აქვს გარკვეული მარაგი. რამდენი დღის და კვირის არის ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ ყოველთვის გვაქვს იმის მხარდაჭერა, რომ ჩვენ ეკიპირების გარეშე არ ვიყოთ,“ - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ოფიციალურ განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებენ.

„ფორმულა“ ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა, რადგან ცნობილია, რომ არსებობს დაწესებულება, სადაც 72 პირი მუშაობს და ისინი სპეცეკიპირებას ამზადებენ, თუმცა რამდენად არის საკმარისი ჯერჯერობით უცნობია. 


close დახურვა