logo
ENG



მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 წლის ბავშვი შემოიყვანეს, რომელსაც COVID 19 აქვს

04 აპრ 202011:35
3 წუთის საკითხავი
clock 610
spme764qz78119e.png

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში შესული ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის არასრულწლოვანია, რომლის შემთხვევაშიც ვირუსით დაინფიცირება ოჯახის წევრისგან შიდა გადაცემას უკავშირდება. 

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებული 10 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ერთი კი გამოჯანმრთელდა, რომელმაც კლინიკა დღეს უნდა დატოვოს. 

„დღეს დილის მდგომარეობით ბოჭორიშვილის კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს, აქედან დაემატა 2 ახალი პაციენტი. გამოვლენილი და დადასტურებული სულ არის 11 პაციენტი. 11-დან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და ეწერება ამ წუთებში. ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის ბავშვია და ერთიც - მოზრდილი. არასრულწლოვანი არის მხოლოდ ერთი, მის შემთხვევაში შიდა გადაცემა ოჯახის წევრისგან მოხდა. დადასტურებული დიაგნოზით 10 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მეტნაკლებად საყურადღებოა და დანარჩენი სტაბილურია. სასწრაფო დახმარების ექიმის შემოყვანა ჩვენ კლინიკაში არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.


close დახურვა