logo
ENG



მამა შალვა პაატა იმნაძეზე: როგორც ექიმს, შეუძლია ეს თქვას

06 აპრ 202014:29
3 წუთის საკითხავი
clock 452
v6wqraickm5n2do.jpg

დეკანოზი შალვა კეკელია „ფორმულასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლო სინოდალურ დადგენილებაში არ წერია მრევლის გარეშე ლოცვის ჩატარებაზე.

დეკანოზის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ერთადერთი ადგილი, სადაც სულიერ შვებას ჰპოულობენ, არის ეკლესია.

„ბატონ პაატას დიდ პატივს ვცემ და მთელი ქვეყნისთვის საამაყო ექიმია და როგორც ექიმს, შეუძლია ეს თქვას, ეს მისი გადასაწყვეტია. მე კი მრევლს ვერ ვეტყვი ეკლესიაში არ მოხვიდე-თქო. ველოდები საპატრიარქოს დადგენილებას. პატრიარქის ბოლო დაგდენილებაში არ წერია, რომ მრევლის გარეშე ჩატარდეს წირვა. ერთადერთი ადგილი დარჩათ ადამიანებს, სადაც სულიერ შვებას ჰპოულობენ. ეს რომ ამ ადამიანს წავართვათ, უმძიმეს მდგომარეობაში იქნებიან“, - განაცხადა დეკანოზმა.

პაატა იმანძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს არ მივიდნენ ეკლესიაში და სახლიდან ილოცონ. მისი თქმით, ამით ისინი საკუთარ თავს და მღვდელმთავრებს დაიცავენ.


close დახურვა