logo
ENG



მარინა ეზუგბაია: ერთი ახალი შემთხვევა მოზარდის მშობელია

02 აპრ 202019:42
3 წუთის საკითხავი
clock 337
4njl3huy1wzc69p.jpg

"ერთი ახალი შემატებული პაციენტი გახლავთ 10 წლის მოზარდის მშობელი",-ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოდან მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 5 მძიმე პაციენტია მოთავსებული, თუმცა ახალი შემთხვევების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

"ამჟამად გვაქვს 131 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც ჩვენს ცენტრში 5 მოქალაქე დაემატა. იცით, რომ გუშინ საღამოს 3 პაციენტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და მათ დატოვეს დღეს ცენტრი. ერთი ახალი შემატებული პაციენტი გახლავთ 10 წლის მოზარდის მშობელი. ზოგადად დღეს 14 ტესტი გავაკეთეთ და აქედან ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. მძიმე პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა, ახალი შემთხვევები კი საშუალო სიმძიმეს შეესაბამება",-განაცხადა ეზუგბაიამ

 


close დახურვა