logo
ENG



მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე: ჯეიჰუნი არ უცემიათ, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემია

01 ოქტ 202014:16
3 წუთის საკითხავი
clock 1399
k9osmbfwq8zawzs.jpg

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძე ამბობს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი არ უცემიათ, ის ასფალტზე "წამოწვა" და სიმულირებდა, თითქოს ნაცემი იყო:  

"ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მე არ დამინახავს, არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. ჩემი თვალით დავინახე - ჯეიჰუნი გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალზე, ვითომ ნაცემია. ეგ არის უნამუსო ადამიანი. 

სიმულირებდა, ვითომ ნაცემები იყვნენ, დაწვნენ და იღებდნენ კამერები. მე არ დამინახავს არსად, რომ ის სცემეს. ბევრს შეუძლია ხელები გადაიხვიოს, მაგრამ ცემის კადრები არ არსებობს", - აცხადებს ამირან გიორგაძე.

მთავარი არხის ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედალის 29 სექტემბერს მარნეულში სცემეს. როგორც თავად ყვება, მას ფიზიკურად ათამდე ადამიანი გაუსწორდა. ჟურნალისტს თავი ქონდა გატეხილი, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ხსენებულ დღეს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს  ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.


close დახურვა