logo
ENG



მაჭავარიანი მეწარმეებს: თუ გგონიათ, გახსნის შემთხვევაში შემოსავლები მოგემატებათ, ცდებით

06 ივლ 202019:23
3 წუთის საკითხავი
clock 656
ee1gmwkldceadn9.jpg

„მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა - თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მათ შემოსავლები მოემატებათ, ცდებიან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზღვრების გახსნის შემთხვევაში ქვეყანაში ტურისტების მცირე ნაკადი შემოვა, რაც ეკონომიკისთვის არასაკმარისი იქნება და ამავე დროს, კორონავირუსის გავრცელების რისკებს გაზრდის.

კოვიდის გავრცელების პირობებში ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში, მცირდება, მინუსდება როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ რომ -6 პროცენტზე ავა, თუმცა უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, -6 კი არა -7 და -8% იქნება. ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 13.5% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4%ია. კლების ტენდენცია ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში გამოვლინდა.


close დახურვა