logo
ENG



მაჭარაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მინიმუმ 116 ხმა იქნება მობილიზებული

29 ივნ 202009:07
3 წუთის საკითხავი
clock 339

დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრიან კენჭს, რომლის მიხედვითაც შეიცვლება საარჩევნო სისტემა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი არსებობს მოლოდინი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიღებენ.

„დარწმუნებულები ვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მინიმუმ 116 ხმა იქნება მობილიზებული. თუმცა, გვაქვს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ფასილიტატორი ელჩების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამაც მიიღებს მონაწილეობა, რომელთა მოთხოვნითაც ვცვლით საარჩევნო სისტემას. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება, ეს ჩვენ პოზიტიურად აღვიქვათ. საერთაშორისო ასპარეზზე არ გამოჩნდება სახარბიელოდ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

8 მარტს ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდა ორპუნქტიანი შეთანხმება. პირველი ნაწილის თანახმად, პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. კერძოდ, რჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით  მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. 

ოპოოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, შეთნხმების მეორე პუნქტში საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. კერძდ, გიორგი რურუაზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავაზე. მართალია, პრეზიდენტმა, უკანასკნელი ორი შეიწყალა, მაგრამ რურუა ამ დრომდე პატიმრობაშია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შეთანხმებაში გიორგი რურუაზე არაფერი წერია.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მმართველ გუნდს არა ერთმა, სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი ელიან რურუას გათავისუფლებასაც.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც „ფორმულასთან“ ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.

გარდა ამისა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალმა ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გავრცელეს, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

 

 


close დახურვა