logo

მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის ადამიანი შეიყვანოს

clock 30 ივნ 202021:36
d2obue963tm6uku.jpg

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი სიაში.

მდინარაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს სიაში შეყვანილი.

„უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული აზრი ქალთა კვოტირების საკითხზე. საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ეს იქნება პროპორციულ სიაში ყოველი მეორე. ამ შემთხვევაში პრაქტიკაში საუბარია ქალებზე. იმ შემთხვევაში თუ ჩამოაყალიბებენ ქალთა პარტიას, ის პარტია ვალდებული იქნება საპარლამენტო სიაში ყოველი მეოთხე მოახვედროს კაცი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

კანონპროექტის ავტორი მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძეა. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს ხვალ პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე უყრიან.  დოკუმენტი კი საბოლოოდ 2 ივლისამდე დამტკიცდება.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა