logo

მეარაყიშვილი ახალგორელ კაცზე:საქართველოს ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ ის მკურნალობდა

clock 20 მაი 202014:21

ოკუპირებულ ახალგორში 63 წლის მამაკაცის გარდაცვალებას რაიონის გამგებელი ეხმაურება - მისი თქმით, ეს მარიონეტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს.

„ცხინვალში ჰყავდათ გადაყვანილი ახალგორიდან. რომ დამძიმდა მდგომარეობა, წითელმა ჯვარმა გადმოიყვანა, მაგრამ სოფელ კარალეთთან გარდაიცვალა", - ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

ახალგორის რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს ადგილობრივი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი - მისი თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ახალგორში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე.

„ბევრ ადამიანს შეექმნა პრობლემები, ვერ გაიარეს გეგმიური გამოკვლევები, ვერ ჩაიტარეს მკურნალობა. არამარტო ჩვენს რაიონში, ცხინვალშიც არაა ხარისხიანი ჯანდაცვა. ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აკეთებს აქცენტს და არ მიდის საფუძვლიანი მუშაობა. მათ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რომ ადამიანი გადიოდა მკურნალობას და სურდა გადაყვანა. თუ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ სოფელ კარალეთთან მაშინ გარდაიცვალა, როცა წითელ ჯვარს ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა