logo
ENG



მელია: მთავრობა მძევლებს შორის მისი და სხვისი მხარდამჭერების იდენტიფიცირებას ახდენს

21 ოქტ 202019:53
3 წუთის საკითხავი
clock 499
tqnzdyljrvhe725.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუგდიდში დაგეგმილი დღევანდელი აქცია გადაიდო. ამის შესახებ მედიას პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ უთხრა. მიზეზი ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მიმდინარე სპეცოპერაციაა. 

პარტიის სახელით ნიკა მელიამ ზუგდიდელებსა და განსაკუთრებით ბანკში მყოფ მძევლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"საზოგადოებამ იცის, რომ ზუგდიდში დაგეგმილი იყო ფართომასშტაბიანი, მრავალათასიანი კამპანიური შეხვედრა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ვიმყოფებით. თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბუნებრივია, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ჩავატაროთ აღნიშნულია აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანია მობილიზებული მიმდებარე ტერიტორიასთან, ჩვენ ვაუქმებთ დღევანდელ შეკრებას და მშვიდობიან საათებს, წუთებს ვუსურვებთ ზუგდიდელებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მძევალს და მათი ოჯახის წევრს",-აღნიშა ნიკა მელიამ.

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც. მისი თქმით, მსგავს დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლება კვლავ პოლიტიზირებულია და მძევლების პარტიულ გემოვნებაზე აკეთებს აქცენტს.

"იმის მაგივრად, რომ შსს-მ, მთავრობამ სწრაფი, ოპერატიული გამოსავალი მოძებნოს, თავიდან ბოლომდე, ჭირშიც კი ასხვავებს თავის მოქალაქეს და მძევლებს შორის ახდენს მისსა და სხვისი მხარდამჭერების იდენტიფიცირებას. მგონი მსოფლიოში არაა პრეცენდენტი, როცა ერი და ბერი გაერთიანებულია ხოლმე მსგავს ვითარებაში და ლოცულობენ უსისხლოდ დასრულდეს სპეცოპერაცია, ამ დროს ჩვენი პოლიტიზირებული შსს ავრცელებს განცხადებს და ამცნობს საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მძევალი თურმე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. ეს ყოველგვარ კრიტიკას სცდება", - თქვა ნიკა მელიამ. 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. თავდამსხმელს, რომელიც ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს და შეიარაღებულია, მძევლები ჰყავს აყვანილი.


close დახურვა