logo
ENG



მელია: ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ და ამით გაიმარჯვებს თავისუფლება, ღირსება და კანონიერება

25 ოქტ 202021:06
3 წუთის საკითხავი
clock 1237
მელია: ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ და ამით გაიმარჯვებს თავისუფლება, ღირსება და კანონიერება

ჩვენ აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ და ამით გაიმარჯვებს თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ღირსება და კანონიერება, - ამის შესახებ გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ რუსთავში განაცხადა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მაჟორიტარობის კანდიდატად დავით კირკიტაძე ოფიციალურად წარადგინა.

მელიას თქმით, 2018 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი რუსთავში დამარცხდა და წელს რუსთავსა და რუსთაველებს დანარჩენი საქართველო აყვება.

"თქვენ გვასწავლეთ გამარჯვება, თქვენ იცით გამარჯვების ფასი და გემო და 31 ოქტომბერს თქვენ გაიმარჯვებთ კიდევ უფრო უპირობოდ და განსხვავება იცით რა იქნება? ახლა უკვე თქვენ, რუსთაველებს და რუსთავს აგყვებათ ყველა: გლდანი, ისანი, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი და მთელი საქართველო. ეს დიდი პატივია ჩვენთვის, რომ რუსთაველები ხართ ასეთი მებრძოლი ხალხი, რომლებმაც უჩუმრად, რუდუნებით და ძალიან დიდი შრომით, საკუთარი უსაფრთხოების და სიცოცხლის ხარჯზე ორი წლის წინ ორივე ტურში მოიპოვეთ გამარჯვება", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში გამარჯვება არ უწერია. მელიას განცხადებით, ერთ მხარეს მხოლოდ ოლიგარქი, მერეო მხარეს კი საქართველოს მოქალაქე დგას. 

"ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხი არაფერს ნიშნავს. იგი თვლის, რომ ეს მიწა და ეს სახელმწიფო მისია და არა თქვენი, არა ილია ჭავჭავაძის, არა ჟიული შარტავასი, მაგრამ 31 ოქტომბერს ხალხი, მისი უდიდებულესობა, რუსთავის ჩათვლით, დაამტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ თაობებს ტყუილად არ უბრძოლია. საქართველო რუსთავისთვის, რუსთავი საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მელიამ.


close დახურვა