logo

მელიასთვის ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს იმსჯელებს

clock 0 clock 120 clock 14 თებ 202008:16

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სარჩელს, რომელიც მისთვის ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს განიხილავს.

"ფორმულასთან" საუბრისას, მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა პოზიტიურ მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, საქმე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დადებითად დასრულდება, ვინაიდან მას უფლებამოსილება არა სასამართლომ, არამედ პარლამენტმა შეუწყვიტა.

"აღნიშნული სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის უკანონო დადგენილება, რომლითაც ნიკა მელიას შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, მაშინ როდესაც მის მიმართ არ იყო დამდგარი საბოლოო განაჩენი. აღნიშნულმა სარჩელმა გაიარა ყველა ეტაპი. როგორც იურისტს მაქვს აბსოლუტურად პოზიტიური მოლოდინები. მყარი არგუმენტები გვაქვს. ნიკა მელია ჯერ არის უდანაშაულო, სანამ არ დადგება სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების  გადაწყვეტილება“, - აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი პარლამენტმა გასული წლის 12 დეკემბერს, "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების მიზეზით შეუწყვიტა. 

 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა