logo

მეუფე მელქისედეკი: ჩემს ეპარქიაში პატრიოტთა ალიანსის შეკრებას არ დავუშვებდი

clock 45 clock 1887 clock 15 ოქტ 202010:33
a5octgm4oirik1s.png

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი მთავარის ეთერში ბაგრატის ტაძარში პატრიოტთა ალიანსის პრეზენტაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავის ეპარქიაში მსგავსს ფაქტს არ დაუშვებდა. 

მეუფე მელქისედეკის თქმით, პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება და მიუღებელია მსგავსი პარტიის ბაგრატის ტაძრის ეზოში პრეზენტაცია.

"ჩემს ეპარქიაში არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი... ბაგრატის ტაძარი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ის პარტია, რომელიც ფინანსდება რუსეთიდან, რომელიც არის ნამდვილად ოკუპანტი როგორც ჩვენი ტერიტორიებისა, ისე ეპარქიებისა, იქ უკანონოდ აგზავნის სასულიერო პირებს, უკანონოდ მოქმედებს ეკლესია, ეს ჩემთვის მიუღებელია, ძალიან ცუდი ფაქტია", - აცხადებს მელქისედეკი.

პატრიოტთა ალიანსი ამომრჩეველს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში 1-ელ სექტემბერს შეხვდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ბაგრატის ტაძარის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

დოსიეს გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ

მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ.
ასევე წაიკითხეთ
close დახურვა