logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი ტყეების გადაცემაზე:ტყის მცველები გამოვდივართ

22 მაი 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 1658

კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, სასულიერო პირები დადებითად აფასებენ. 

მათი პირების თქმით, ტყის მასივები ეკლესიის დაქვემდებარებაში უფრო დაცული იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამით საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობები იჩაგრებიან, მეუფე ნიკოლოზი ასე პასუხობს - "უმცირესობა ვერ დაიცავს უმრავლესობის მიწებს".

როგორც ირკვევა ტყის ფართობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხი მხარეებმა წინასწარ განიხილეს და აღნიშნული თავად მეუფე ნიკოლოზმა დაადასტურა. 

"ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ აქტიურად ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. პირობას გაძლევთ, რომ ნამდვილად ეკლესია, არც სასულიერო პირი, ბარბაროსი არავინ მეგულება მე, რომ ტყე მიიღოს და ის გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს ტყე. საქართველოში 95 % მოსახლეობის თავს თვლის მართლმადიდებელად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას. ესაა ეროვნული ქონება",-აღნიშნა მეუფე ნიკოლზმა. 

მისივე თქმით, პრაქტიკულად ეკლესია გამოდის ტყის მცველი და სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებენ სასულიერო პირები, როდესაც ტყის ფართობი კანონიერად გადაეცემათ. 

"ასე გამოდის, თუ ეს მართლა ასეა. გუშინ შევიტყე ამის შესახებ და თუ მართლა გადმოგვეცა, ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ რომ ტყის მცველები ვიყოთ"-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. 

მეუფე ნიკოლოზის მოსაზრებას იზიარებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტიც. მეუფე გერასმიეს თქმით, ეკლესიისთვის ტყის გადაცემის ფაქტით ისინი მომავალ თაობებს შეუნახავენ აღნიშნულ ტერიტორიებს.

"სადაც არის მონასტრები, ტყის მახლობლად, არის საუბარი მათთვის ამ ტერიტორიების გადაცემის. შევუნახავთ მომავალ თაობას. ყველანი კარგად ხედავთ, როგორ გაიჩეხა ტყეები და როგორ გაიჩეხა ეს ჩვენი დიდი საუნჯე. ეკლესია ყოველთვის უფრთხილდება და ისე გადასცემს მომავალ თაობას, როგორც ჩაიბარა. კონფესიებზე, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ იგივე დაფინანსება აქვთ როგორც მართლმადიდებენ ეკლესიას და იმავე პრივილეგიებით სარგებლობენ",-აცხადებს მეუფე გერასიმე.


close დახურვა