logo
ENG



მეუფე სერაფიმე ჟურნალისტს: ძალიან აღგზნებული ხართ

21 სექ 202014:39
3 წუთის საკითხავი
clock 1298
6qknm4b8ep4to9v.jpg

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი სერაფიმე, ჟურნალისტის კითხვას, არღვევს თუ არა ის კონკორდატს პარტიულ ღონისძიებებზე დასწრებით, პასუხობს:

"მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს, ძალიან აღგზნებული ხართ". 

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

2016 წლიდან სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი აღარაა. მას საპატრიარქომ 2017 წელს აღუდგინა მღვდელმოქმედება და დღეს ამ ტიტულით ეპარქიის გარეშე სარგებლობს. მანამდე, ის ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა და არ დააკონკრეტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.


close დახურვა