logo
ENG



მეუფე შიო: ქართული ოცნების ღონისძიებაზე მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას

21 სექ 202013:32
3 წუთის საკითხავი
clock 1143
მეუფე შიო: ქართული ოცნების ღონისძიებაზე მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას

პარტიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აცხადებს, რომ ქართული ოცნების ღონისძიებაზე დასწრება მხარდაჭერას არ ნიშნავს.

"მანდ მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას, მხარდაჭერა არის განცხადება სიტყვიერად, მოწოდება მხარდაჭერისკენ", - განაცხადა მეუფე შიომ ჟურნალისტებთან.

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.


close დახურვა