logo

მთავრობა რუსეთს უგზავნის სიგნალს, რომ იგი არ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს - გიორგი კანდელაკი

clock 29 ივნ 202020:19

„საქართველოს მთავრობა რუსეთს უგზავნის სიგნალს, რომ იგი არ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს", - ასე აფასებს გიორგი კანდელაკი პრემიერმინისტრის განცხადებას

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, გახარიას პოზიცია, რომ განცხადებას არ გააკეთებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, სახიფათოა.

„როცა გერმანიის კანცლერი საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობაზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, საქართველოს მთავრობა არ ამბობს არაფერს. დღეს პრემიერის განცხადება იყო სამარცხვინო. ამ დანაშაულის ჩადენით მთავრობამ გაუგზავნა ძალიან საშიში სიგნალი რუსეთის ფედერაციას, რომ იგი არ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ გერმანიაში რუსეთის ელჩი ბერლინს, ახალი სანქციების დაწესების შემთვევაში, საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა